საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის კათედრა

მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის კათედრა დაარსდა 1997 წელს. კათედრაზე ამჟამად  მიმდინარეობს სტუდენტებთან რეპროდუქტოლოგიის და მეანობა-გინეკოლოგიის პრაქტიკული და თეორიული მიმართულებების  სწავლების პროცესი. პირველად მსოფლიო ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა რეპროდუქტოლოგიის კათედრა, რომელიც აფილირებულია მეანობა-გინეკოლოგიასთან. კათედრაზე მუდმივად მიმდინარეობს დოქტორანტების და რეზიდენტების მომზადების პროცესი. რეპროდუქტოლოგიაში ამჟამად გვყავს 11 რეზიდენტი. რეზიდენტურის სრული კურსი რეპროდუქტოლოგიაში გაიარა სამმა რეზიდენტმა, რეპროდუქტოლოგიაში გადამზადებულია 33 ექიმი.  სამომავლოდ, უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში, იგეგმება თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის და მეანობა-გინეკოლოგიის თეორიული და პრაქტიკული საგანმანათვებლო საწყისების კიდევ უფრო განვითარება და სახელმწიფო პროგრამების შექმნა რეპროდუქტოლოგიაში.

 

მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის კათედრის თანამშრომლები:

  • არჩილ ხომასურიძე - პროფესორი, კათედრის გამგე
  • ჯენარო ქრისტესაშვილი - ასოცირებული პროფესორი
  • ალექსანდრე ლაბარტყავა  - ასოცირებული პროფესორი
  • რევაზ სულუხია - ასოცირებული პროფესორი
  • არსენ გვენეტაძე - ასოცირებული პროფესორი
  • ლუდმილა ბარბაქაძე - ასისტენტ პროფესორი